„ამ ადამიანების სისტემიდან წასვლით არსებული კლანი განეიტრალდება“ – პროტესტი მოსამართლეების თემაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე შეკრებილ დეპუტატებსა და მოსამართლეებს არ ენდობიან და იუსტიციის საბჭოს დაშლას ითხოვენ. მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობა აქციის პარალელურად მიმდინარეოაბს.

პარლამენტის წევრებისა და მოსამართლეების მონაწილეობით სასტუმრო „რედისონში“ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობა დილით დაიწყო და მას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

პარლამენტის წევრებსა და მოსამართლეებს აქციის მონაწილეები საპროტესტო პლაკატებიტა და შეძახილებით დახვდნენ. მათი განცხადებებით, ეს მოსამართლეებიც და მათი მხარდამჭერებიც სამარცხვინოები არიან. აქციის მონაწილეები იუსტიციის საბჭოს იმ 22 წევრის გადადგომას ითხოვენ, ვინც უვადიდ გასანწესებელ 10 კაციან მოსამართლეთა სიას მხარი დაუჭირა. მათი შედფასებით, ამ ადამიანების სისტემიდან წასვლით სასამართლოში არსებული კლანი განეიტრალდება. შეხვედრას უვადოდ გამწესებული მოსამართლე ლევან მურუსიძეც ესწრება.

აქციის მონაწილეები მას განსაკუთრებული პროტესტით შეხვდნენ და სანდრო გირგვლიანის საქმე გაახსენეს. მურუსიძის შეფასებით, პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია.

„დემოკრატიულ ქვეყანაში პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია. თუმცა, მაგრამ ყველა ქმედება კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში უნდა იყოს. მათ აქვთ უფლება დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, მაგრამ მე არ ვეთანხმები ერთს – არასამთავრობო სექტორი ამბობდეს, რომ უნდა გადადგეს სასამართლო ხელისუფლება. ეს მათ კომპეტენციაში არ შედის. შეუძლიათ, გამოაცხადონ უნდობლობა, ჰქონდეთ თავიანთი პოზიცია, მაგრამ მაღი მოთხოვნა, გადადგეს სასამართლო ხელისუფლება, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის”, – აღრნიშნა ლევან მურუსიძემ.

მსგავსი თემები