ამერიკული კინოსტუდიების გაფრთხილება საქართველოს

წამყვანი ამერიკული კინოსტუდიები საქართველოს ერთგვარ გაფრთხილებას უგზავნიან. წერილში, რომელიც 4 ნოემბერს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გამოეგზავნა წერია, რომ ქართული ვებგვერდები წლების განმავლობაში, უკანონოდ მოიპოვებენ და სხვადასხვა ფილმებს ასაჯაროებენ.

ჰოლივუდის კინოსტუდიებმა შესაძლოა, გარკვეული სანქციების დაწესებაც მოითხოვონ.

ქვეყანაში არსებულ კანონდარღვევაზე დიდი ხანია საუბრობენ “სილქნეტშიც”. კომპანიამ არალეგალურ ფილმებზე რეაგირებისთვის კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რამდენიმე თვის წინ მიმართა. “სილქნეტში” განმარტავენ, რომ ბაზარზე ფილმების არალეგალურად გავრცელება კინობიზნესს დიდ ზიანს აყენებს.

წერილის მთავარი ადრესატი ორი ქართული ინტერნეტ-საიტია. თავად ამ საიტების ხელმძღვანელები, კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.

როგორც “აჭარანეთის”, ასევე “აიმუვის” წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ კომპანიის პასუხისმგებელი პირები ქვეყანაში არ იმყოფებიან, საკითხის შესახებ ხელმძღვანელობის დამოკიდებულებაზე საუბარი კი მათ არ შეუძლიათ.

პრობლემის მოსაგვარებლად შექმნილი ასოციაცია, უკვე ამზადებს სპეციალურ კლიპს. ინტერნეტ-მეკობრეობის წინააღმდეგ შექმნილ ვიდეო-რგოლში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მონაწილეობენ.

მსგავსი თემები