ამერიკელი ექსპერტები ფქვილის  რკინითა და ფოლიუმით გაჯერებას გვირჩევენ

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები პურის ფქვილის იოდითა და ფოლიუმის მჟავით გაჯერების საკითხთს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან განიხილავენ.  კერძოდ, ექსპერტები დიმიტრი ხუნდაძეს შეხვდნენ და მანდატორული ფორთიფიკაციის საკითხზე იმსჯელეს.

როგორც საკვების ფორთიფიკაციის ინიციატივის (FFI – Food Fortification Initiative) კომუნიკაციების კოორდინატორმა სარა ციმმერმანმა აღნიშნა, ოდდეფიციტური დარღვევები, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, ენდემურია საქართველოსთვის. იგი გამოწვეულია იოდის დაბალი დონით წყალში, ნიადაგსა და შესაბამისად, საკვებშიც. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანი პრობლემაა სხვა ნუტრიენტების დეფიციტიც. შესაბამისად, ფქვილის ფორტიფიკაციაზე და საქართველოში ამ პროცესის საჭიროებაზე გაამახვილა  ყურადღება.

საქართველოსი ჩატარებული კვლევის მიხედვით, მაღალია რკინის დეფიციტისა და ანემიის მაჩვენებელი 12-23 თვის ბავშვებსა და პირველი ტრიმესტრის ორსულებში, მაღალია ფოლატის დეფიციტის მაჩვენებელი პირველი ტრიმესტრის ორსულებში, მაღალია ნერვული მილის დეფექტების (NTDs) გავრცელების მაჩვენებელი.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღება მას მერე უნდა მოხდეს, როცა ქვეყანაში სრულყოფილი კვლევა ჩატარდება: „პარლამენტის დამოკიდებულება ასეთია – კვლევები უნდა იყოს სრულფასოვანი,  ამომწურავი და  ინფორმატიული, თუ რა საჭიროებაა და რა მიზნობრივ ჯგუფებზეა გათვლილი ფორტიფიცირებული პროდუქტები. გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივიღოთ.“

მისი შეფასებით, სახელმწიფო 2015 წლის შემდეგ ახორციელებს ნუტრიციული ზედამხედველობის სისტემურ ფორმირებას. ვითარება სწორად უნდა შეფასდეს. კერძოდ, ვიცოდეთ,  ქვეყანაში რომელი  მიკროელემენტების დეფიციტი არსებობს.

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოზიციას, როგორც ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუამ აღნიშნა,  ამ უნივერსალურ შესაძლებლობაზე  უარი არ უნდა ვთქვათ, რადგანაც პრობლემა მხოლოდ ბავშვებსა და ორსულებში არის და პრობლემა მთელ მოსახლეობაშია.

როგორც დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფქვილის ფორთიფიცირება სავალდებულოა.

მსგავსი თემები