ამერიკამ საქართველოს თვის განმავლობაში $500 000-მდე ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ, ამ თვის განმავლობაში საქართველოს $500 000-მდე ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღჭურვილობა გადაეცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

„ამ აღჭურვილობას შორისაა სათვალეები, დამცავი ფარები, დეზინფექციის ხსნარები, რესპირატორები, ინფრაწითელი თერმომეტრები და კომბინიზონები. ეს მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სფეროს უფლებამოსილ პირებს, COVID-19 საფრთხეზე რეაგირებისას იყვნენ დაცული და სანიტარიულ გარემოში“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

One Thought to “ამერიკამ საქართველოს თვის განმავლობაში $500 000-მდე ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა”

  1. www.equipacionesbitxo.com.com

    IaаАа’б‚Т€ТšаЂаŒаАа’б‚Т€ТžаБТžm a lengthy time watcher and I just considered IaаАа’б‚Т€ТšаЂаŒаАа’б‚Т€ТžаБТžd drop by and say hi there for the very very first time.