“ამაყი ვარ, რომ არც ერთმა კინოთეატრმა უკან არ დაიხია და დაგეგმილი ჩვენება არ გააუქმა” – ლევან აკინი

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორი, ლევან აკინი გუშინ საქართველოს კინოთეატრებში გამართულ ფილმის პრემიერას ეხმაურება.

რეჟისორი ამაყობს, რომ არც ერთმა კინოთეატრმა უკან არ დაიხია და არ გააუქმა რომელიმე დაგეგმილი ჩვენება.

„ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ არც ერთმა კინოთეატრმა უკან არ დაიხია და არ გააუქმა რომელიმე დაგეგმილი ჩვენება, არამედ სოლიდარობა გამოუცხადა მას. ქართულმა აუდიტორიამ საბოლოოდ ნახა ფილმი. ეს ბრძოლა შორს არის დასრულებასთან. ძალიან შთაგონებული და შეძრული ვარ, ფილმის ყველა იმ მაყურებლით, რომელიც საკუთარ პოზიციაზე დარჩა და არ დაშინდა“, – წერს რეჟისორი ინსტაგრამზე.

საქართველოში გუშინ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზსმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“  თავმჯდომარე  გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

მსგავსი თემები