“ალბათობა იმისა, რომ კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა, 99%-ია” – მედია

ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შესახებ, თითქმის 100%-ით ზუსტია. ამის შესახებ სამხრეთკორეულ სააგენტო Yonhap-ს ჩი სონ ჰომ განუცხადა, რომელიც 2006 წელს ჩრდილოეთ კორეიდან გაიქცა და ახლა სამხრეთ კორეის სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობს.

„100%-იანი სიზუსტით ვერ ვიტყვი, მაგრამ იმის ალბათობა, რომ კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა, 99 პროცენტია. ჩრდილოეთ კორეა ამ ინფორმაციას მალავს, ვინაიდან ფხენიანში მემკვიდრესთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა შექმნილი“, – განაცხადა ჩი სონ ჰომ.

მსგავსი თემები