„აკვდება“ პირდაპირ, რომ იტყვიან „კუმ ფეხი გამოყოო“- მამუკა მდინარაძე დავით ბაქრაძის განცხადებაზე

„აკვდება“ პირდაპირ, რომ იტყვიან „კუმ ფეხი გამოყოო“,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა დინარაძე კორონავირუსთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს” ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებას. მისი თქმით, ეკონომიკაზე გარკვეული დარტყმები იქნება, თუმცა სახელმწიფო მას გაუმკლავდება.

„სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას და გამოწვევას როგორ უმკლავდება, რომელმაც მსოფლიო შეაშფოთა, ამას ხედავთ. ამ თვალსაზრისით, საქართველო არც ერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს არ ჩამორჩება. ეკონომიკაშიც ზუსტად ასე იქნება. ქართული სახელმწიფო თავს ამ გამოწვევასაც გაართმევს. ბუნებრივია, ეკონომიკაზე რაღაც დარტყმები იქნება, მაგრამ ყველანაირი რესურსი გვაქვს საიმისოდ, რომ ამ გამოწვევასაც ადეკვატურად ვუპასუხოთ. საქართველოში ის დრო არ არის, როცა ამის გამო შეიძლება ეკონომიკა ჩამოიშალოს. ამ გამოწვევას თავს როგორც ევროპული ქვეყნები გაართმევენ, ასე გავართმევთ ჩვენც”, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები