აკაკის სახლ-მუზეუმს ავთენტურობას ურღვევენ – „მთავარის“ ექსკლუზივი

სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში რესტავრაცია თანამედროვე ტექნოლოგიებით ხორციელდება. კერძოდ, სახლ-მუზეუმის ეზოდან კარის ეკლესიამდე ჩასასვლელი ბილიკი იცვლება, რომელსაც თანამედროვე, მოაჯირიანი კიბე ჩაანაცვლებს.

„მთავარის“ კორესპონდენტი ვითარებას ადგილზე გაეცნო, მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა და მუზეუმის თანამშრომლებსაც გაესაუბრა. ავთენტურობის დარღვევას თანამშრომლები ადასტურებენ, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არაფერია.

„ხედავთ, რომ აკაკის სახლე-მუზეუმის ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდიარეობს, თუმცა, ავთენტურობა ირღვევა. ეზოდან კარის ეკლესიამდე ჩასასვლელი ბილიკი, რომელიც ბუნებრივი, აკაკის დროინდელი იყო, იცვლება და თანამდროვე ტექნოლოგიებით, მოაჯირიანი კიბე კეთდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარის ეკლესიის მიმდიებარე ტორირტოეიაზე ავთენტურობა ირღვევა. ეს არის ისტორიული ძეგლი, სადაც მსგასი მშენებლობები არაფრით შეიძლება. თუ რესტავრაცია კეთდება, ისე უნდა გაკეთდეს, როგორც საჭიროა, სხვა შემთავევაში ნუ ჩაერევიან“, – განუცხადეს მთავარს აკაკის სახლ-მუზეუმის თანამშრომლებმა.

მართალია, ქვითკირის ორსართულიანი შენობა ამ დრომდე პირვანდელი სახით შენარჩუნებულია, თუმცა, ჩარევის მცდელობა არაერთხელ იყო, რომელზეც „მთავარი“ მიმდინარე დღეებში იმუშავებს.

 

მსგავსი თემები