აზიური ფაროსანა სამეგრელოში ისევ გამოჩნდა

აზიური ფაროსანა სამეგრელოში ისევ გამოჩნდა. მავნებელი მწერი პატარა ფოთს შეესია.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მწერი თხილის და ხურმის ბაღებს ანადგურებს. ამასთან, ფაროსანა საცხოვრებელ სახლებშიც შევიდა. 

პატარა ფოთის გარდა, მავნებელი მწერი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქროს საწმისის მოსახლეობასაც აზარალებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სადეზინფექციო სამუშაოების მიუხედავად, მწერი არ განადგურებულა.

სოფლის მეურნეობის სურსათის ეროვნულ  სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მავნებლის 90% განადგურებულია.  ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები გრძელდება.

ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა გასულ წლებში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.

მსგავსი თემები