კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო აზერბაიჯანმა საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვა 20 აპრილამდე გაახანგრძლივა.
„კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აზერბაიჯანი გაახანგრძლივებს საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვას 20 აპრილამდე. ტვირთების გადაზიდვისთვის სატრანზიტო კორიდორი იმოქმედებს“, – განაცხადეს აზერბაიჯანის ოპერატიულ შტაბში.
საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მთავრობამ 13 მარტს მიიღო.