აზერბაიჯანი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტის შესახებ, განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანული მხარე გუშინ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტის შესახებ, განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ორი მწყემსი ცდილობდა, რომელთაც თან ძაღლები ახლდათ.

მათივე განმარტებით, ძაღლები აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს დაესხნენ თავს, რა დროსაც მათ, საპასუხოდ, ცეცხლი გახსნეს და ინციდენტისას შემთხვევით, ერთ-ერთი მწყემსი დაჭრეს.

“დათვალიერების შემდეგ გაირკვა, რომ მწყემსს თავის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მას აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. მწყემსის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ის, საქართველოს მოქალაქე და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბელის მკვიდრია,”- წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
 

მსგავსი თემები