აზერბაიჯანი დავით გარეჯს ქართველებისგან იცავს – აზერბაიჯანელების ჯაჭვი ქართველების ჯაჭვის საპირწონედ

აზერბაიჯანის მხარემ, დავით გარეჯის მიმდებარედ, ქართველი მოხალისეების მიერ გაკეთებული ცოცხალი ჯაჭვის საპირწონედ, იმავე ტერიტორიაზე, ახალგაზრდები და დაწყებითი კლასის მოსწავლეები გამოიყვანა, რომელთაც, ანალოგიური ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, ისინიც კონკრეტულად იმ ბილიკზე განთავსდნენ, სადაც დავით გარეჯის დასაცავად, საქართველოს მოქალაქეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შეკრული. ისინიც, ქართველების მსგავსად, აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშებით იყვნენ აღჭურვილები. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როცა ორ ქვეყანას შორის, დავით გარეჯის საკითხის დასარეგულირებლად ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო და სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა.

არის თუ არა ეს პროვოკაცია და ქართული მხარის გამოწვევა, „მედიაცენტრმა მთავარმა“ კითხვა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს გაუგზავნა, რომელზეც ოფიციალურ პასუხს ველოდებით.

რაც შეეხება „საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ პოზიციას, როგორც ალი ბაბევმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მსგავსი აქციები მიუღებელია.

„ვიცი ამის შესახებ, აზერბაიჯანულ მხარესაც ველაპარაკე, სკოლის ბავშვები ლაშქრობაზე ყოფილან… ჩემი აზრით, მსგავსი რა მიუღებელია ორივე მხრიდან. არსებობს სახელმწიფო სტრქურები, რომლებმაც უკვე აქტიური მუშაობა დაიწყეს ამ საკითხზე. ეს არის ურთიერთობის დაძაბვის მცდელობა. ვერ ვიტყოდი, რომ ეს გამოწვევაა, ეს არ არის სახელმწიფო დონეზე გაკეთებული. ეს არის ბავშვების აქცია. ისინი ადრეც ადიოდნენ იქ, ექსკურსიაზე“, – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ ალი ბაბევმა.

მსგავსი თემები