„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აღიარებს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს” – აზერბაიჯანის საგარეო უწყება

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს რეგიონ აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და მათ შედეგებს”, – ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ არჩევნებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის საჭიროა მოლაპარაკებების გაგრძელება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს რეგიონ აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და მათ შედეგებს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სჯერა, რომ აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის საჭიროა მოლაპარაკებების გაგრძელება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები