ავტოსაგზაო შემთხვევა თემქაზე – მძღოლი ავტომობილიდან გადახტა და მიმალვა სცადა

თემქაზე, კლინიკა “ღია გულის” მიმდებარე ტერიტორიაზე “ფოლცვაგენის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, წინასწარი ინფორმაციით, საჭე ვერ დაიმორჩილა, სკვერში შევარდა და ჯებირები დააზიანა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, მძღოლი მანქანიდან გადმოხტა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები