“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ცხოველებიდან ყველაზე ხშირად, ძაღლები იღუპებიან”

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის, ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყველაზე ხშირად ძაღლები იღუპებიან, ვიდრე სხვა შინაური ცხოველები.

როგორც ვახტანგ ლომჯარიამ “მედიაცენტ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2018 წელს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში 1163 ტრავმირებული ცხოველი შევიდა. ძაღლი, გზაზე კიდევ უფრო მოწყვლადია, თუ მას რომელიმე კიდური აქვს დაზიანებულია და კოჭლობს. ასეთ ცხოველს გზის გადაკვეთისთვის 2-ჯერ მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ჯანმრთელს.

“ასეთი ცხოველის ბუნებრივ არეალში დაბრუნებით რისკი იზრდება”, – აცხადებს ლომჯარია და მძღოლებს მოუწოდებს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ცხოველის უნებურად დაზიანების შემთხვევაში ნუ მიატოვებენ მას, არამედ მიმართონ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, რათა ოთხფეხა მეგობარს დახმარება დროულად აღმოუჩინონ. 

“ჩვენ გვესმის, შემთხვევები ხდება, თუმცა ასეთ დროს სასურველია, თუკი ვინმე დააზიანებს ცხოველს, მაშინვე გამოიძახოს ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები. მიმართოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და ჩვენ ვეცდებით მყისიერად მოვიდეთ ადგილზე და დავეხმაროთ ცხოველს. ჩვენი ვეტერინარები შარშან, 1 200-მდე ცხოველს დაეხმარნენ და მათი დიდი ნაწილი გადაარჩინეს”, – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ. 

მსგავსი თემები