ავტომანქანის ფერის შეცვლის ვაუჩერი ტაქსის მძღოლებმა 10 აგვისტომდე უნდა აიღონ

ავტომანქანის ფერის შეცვლის ვაუჩერის აღების მსურველმა ტაქსის მძღოლებმა შესაბამის კომპანიას 10 აგვისტომდე უნდა მიმართონ, – ამის შესახებ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ვაუჩერის გამოყენების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია. შესაბამისად, ტაქსების მძღოლებმა ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა, ან თეთრი ფირის გადაკვრა) პირველ ოქტომბრამდე უნდა განახორციელონ.

„მინდა, შევეხო რეფორმას, რომელიც ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ. ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება –  ტაქსების რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მინდა შევახსენო ყველას, რომ მერიის მიერ შემუშავებული ვაუჩერების გაცემის ვადა მიმდინარე წლის 10 აგვისტოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაუჩერების მიღების მსურველებმა შესაბამის მისამართზე, კომპანიას ვაუჩერის ასაღებად, 10 აგვისტომდე უნდა მიაკითხონ. ვაუჩერის განაღდების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაუჩერის განაღდება, ანუ ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა, ან თეთრი ფირის გადაკვრა) უნდა მოხდეს პირველ ოქტომბრამდე.  ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეფორმის განხორციოელება, იმისთვის, რომ სარგებელი მიიღოს, როგორც ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც ამ სერვისს ახორციელებენ, ასევე იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები