ავტობუსები, მიკროავტობუსი და მეტროპოლიტენი სინქრონულად იმუშავებს

თბილისში საზოგადოებირვი ტრანსპორტი თანხვედრაში იმუშავებს, რაც ერთი ტრანსპორტიდან მეორეზე მგზავრის შეუფერხებელ და კომფორტულ გადაჯდომას უზრუნველყოფს და დანიშნულების ადგილამდე გადაადგილების დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ფრანგული კომპანია “სისტრა” ავტობუსების ახალ სამარშუტო სქემას 2 თვის ვადაში წარადგენს.

„სისტრამ“ ახალი სამარშრუტო სქემის კვლევა, თბილისის მერიისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი დაფინანსებით, შარშან, გაზაფხულზე დაიწყო. დღევადელი მდგომარეობით, შესწავლილია თბილისის თითოეული უბნიდან მგზავრთა გადაადგილების ძირითადი მიმართულებები. ამჟამად, მასზე დაყრდნობით, არსებული მარშრუტების დახვეწასა და ახალი მარშრუტების განსაზღვრაზე მიმდინარეობს მუშაობა,”- აცხადებენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, თითოეული მარშრუტისთვის დასანიშნი ავტობუსების ტიპი მგზავრთა ნაკადიდან გამომდინარე განისაზღვრება. ამჟამად, მუშავდება თბილისის გარეუბნებიდან ცენტრის მიმართულებით, დაახლოებით 10 სატრანსპორტო დერეფნის მოწყობის პროექტი, სადაც 24-მეტრიანი ავტობუსები დაინიშნება.

ასევე, მგზავრთა გადაადგილების რაოდენობისა და ქუჩების პარამეტრების მიხედვით განისაზღვრება მარშრუტები, რომლებზეც 18, 12, 10 და 8-მეტრიანი ავტობუსები გადანაწილდება.

„სისტრას“ მიერ დამუშავებული სამასშრუტო სქემა ეტაპობრივად, დედაქალაქში ახალი ავტობუსების შემოსვლის პარალელურად ამოქმედდება, რომლის განხორციელებას დაახლოებით 1 წელი დასჭირდება.

მსგავსი თემები