ავსტრალიაში ქორწილში მყოფი 35 პირი კორონავირუსით დაინფიცირდა

ავსტრალიაში ქორწილში მყოფი 35 პირი კორონავირუსით დაინფიცირდა. ქორწილი ახალი სამხრეთ უელსის შტატში მარტის დასაწყისში შედგა.

ანალოგიური ინციდენტი მოხდა ურუგვაიში, სადაც ქორწილში მყოფი 44 სტუმარი ევროპიდან ახალი დაბრუნებული მოქალაქისგან დაინფიცირდა.

დიდი ბრიტანეთში, ინგლისის ეკლესიამ მოუწოდა მოქალაქეებს, ქორწილის სტუმრების საერთო რაოდენობა ხუთ ადამიანამდე შეზღუდონ. ესენია: მღვდელი, სიძე, პატარძალი და ორი მეჯვარე.

მსგავსი თემები