ავლაბრის რეზიდენციის ფუნქცია განსაზღვრულია – მის დათვალიერებას ყველა შეძლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პრეზიდენტის რეზიდენციას ათონელის ქუჩაზე და ავლაბრის სასახლის საკითხს ეხმაურება. 

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ავლაბრის სასახლეს რამდენიმე ფუნქცია დაეკისრება, მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობა და სამუზეუმო სივრცის მოწყობა.

“ავლაბრის რეზიდენცია პრეზიდენტის სასახლე არ არის. ამ შენობას რამდენიმე ფუნქცია ექნება. მათ შორის, მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობის ფუნქცია. მაგრამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამავე დროს, ამ შენობას ექნება საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცის ფუნქციაც, სადაც მისვლა შეეძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს, ტურისტებს, სადაც ისინი ჩვენი ქვეყნის იმ ეროვნული საგანძურის ნახავენ, რითაც თითოეული ჩვენთაგანი ძალიან ამაყობს,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება ორი შენობის შენახვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,  ამ შენობებს განსხვავებული ფუნქცია ექნება. 

“ორმაგი ხარჯი რატომ გვექნება? ამ ორ შენობას სხვადასხვა ფუნქცია აქვს, ერთი და იგივე ფუნქციის არ არის. ეს არ არის საპრეზიდენტო სასახლე. ეს შენობა აშენდა ქართველი მოქალაქეების ფულით, გადასახადების გადამხდელების თანხით და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია. ეს საზოგადოებრივი ფუნქცია იქნება უზრუნველყოფილი რამდენიმე მიმართულებით, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე, ასევე ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარეც“, – განაცხადა ბახტაძე.

მსგავსი თემები