აეროპორტის დასახლებაში, წლების განმავლობაში არსებული ავარიული ქუჩა მოწესრიგდა

თბილისის სამგორის რაიონის გამგეობა აეროპორტის დასახლებაში, ხვედელიანის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო, ხოლო 5 000 კვ.მფართობზე ასფალტის ორფენიანისაფარი დაიგო.

ხვედელიანის ქუჩა, წლების განმავლობაში, მძიმე მდგომარეობაში იყო, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და კერძო ავტომობილებს გადაადგილება უჭირდათ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. პროექტის განსახორციელებლად, სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 380 000 ლარი გამოიყო.

ხვედელიანის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი გაეცნო.

” ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას განვახორციელებდით. სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება. საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, აღნიშნულ დასახლებაში, ქებურიას ქუჩაზე სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონაც მოვაწყვეთ“, – განაცხადა კახა გულედანმა. 

საგზაო სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ენ დი როუდი“ აწარმოებს.

მსგავსი თემები