ადვოკატის მტკიცებით, სუსლიაკები ბიზნესმენები არიან და ერთ-ერთი შვილი ამერიკის მოქალაქეა – ტრეფიკინგისთვის დაკავებულის ისტორია

„იულია სუსლიაკის, 37 წლის ახალგზარდა ქალის მეუღლე, რომელიც ბავშვებით ვაჭრობაშია ეჭვმიტნილი, ბიზმესმენია და ტრეფიკინგი არაფერ შუაშია. ათივე შვილი მათია და აფხაზეთში აპირებდნენ თავშესაფრის პოვნას“ – აცხადებს დაკავებული უკრაინელი ქალის ადვოკატი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს იზოლატორში შეხვდა.

ადვოკატი საქმეში არსებულ ერთ-ერთ საეჭვო მტკიცებულებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ერთ წელში დაბადებული ოთხივე შვილი მათია.

„დიახ, გიდასტურებთ, რომ 10-დან 4 ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული, მაგრამ ეს მოხდა სუროგაციისა და დონაციის შესახებ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. ბავშვების ბიოლოგიური მამა მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, მათ უნდოდათ, ბევრი შვილი ჰყოლოდათ. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ქალს ექიმებმა დაორსულება აუკრძალეს. ამის გამო, ოჯახმა სუროგატებს მიმართეს. სუროგაციის კუთხით მათ 7 ქალთან დადეს კონტრაქტი. ეს დოკუმენტები უკვე მივიღე. შვიდიდან შვიდივესთან ასპროცენტიანი შედეგი დადგა. ამის შემდეგ, ოთხივე ბავშვი ერთ წელში გაჩნდა. რადგანაც უფალმა აჩუქა, უარი რატომ უნდა ეთქვათ”, – ასეთია ადვოკატის განმარტება.

როგორც ადვოკატი აცხადებს, დაკავებული ქალის მეუღლე ბიზნესმენია: „იური სუსლიაკი უკრაინაში სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი იყო, სადაც მას კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე ავიწროვებდნენ. ოჯახი იძულებული გახდა, რუსეთში გადასულიყო, საიდანაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათი დეპორტაცია მოხდა. ამის შემდეგ, ოჯახი აფხაზეთში აპირებდა თავშესაფრის პოვნას. დაკავებულის მეუღლე დამიკავშირდა და მისი მეუღლის ინტერესების დაცვა მთხოვა“ – აცხადებს ადვოკატი.

როგორც ადვოკატი ამტკიცებს, სუსლიაკების ოჯახი ამერიკაშიც ცხოვრობდა. ერთ-ერთი შვილი კი სწორედ ამერიკაშია დაბადებული. ადვოკატის ინფორმაციით, ქალი უკანონოდ არის დაკავებული და არანაირი ტრეფიკინგი საქმეში არ ფიგურირებს.

მსგავსი თემები