„ადამიანებმა, ვისაც არ აქვთ მოგზაურობის ისტორია, მაგრამ აღენიშნებათ ტემპერატურა უნდა მიმართონ ჯანდაცვის პირველად რგოლებს“ – ალექსანდრე გოგინავა

„არ ნიშნავს, რახან პაციენტს არ აქვს მოგზაურობის ისტორია, რომ არ უნდა მიმართოს ექიმს“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა – ინფექციონისტმა ალექსანდე გოგინავამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით ორმხრივი პნევმინია არანაკლებ საფრტხეს უქმნის ადამიანებს. მზარდი კლინიკური ნიშნების შემთხვევაში სპეციალისტის განმარტებით პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს.

„რასაკვირველია საგულისხმოა პირველ რიგში მოგზაურობის ისტორიის მქონდე ადამიანები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გამორიცხულია კორონავირუსის ინფექცია არ ჰქონდეთ მოგზაურობის ისტორიის არმქონე პირებს. ადამიანებმა ტემპერატურის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმებს, ეს თავდაპირველად უნდა იყოს ონლაინ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან და შემდეგ საჭიროების შესაბამისად გადაწყდება ეს ადამიანი საჭიროებს თუ არა სტაციონარულ მკურნალობას. ადამიანებს ვისაც არ აქვთ მოგზაურობის ისტორია, მაგრამ აღენიშნებათ ტემპერატურა უნდა მიმართონ ჯანდაცვის პირველად რგოლებს“ – განაცხადა გოგინავამ.

მსგავსი თემები

One Thought to “„ადამიანებმა, ვისაც არ აქვთ მოგზაურობის ისტორია, მაგრამ აღენიშნებათ ტემპერატურა უნდა მიმართონ ჯანდაცვის პირველად რგოლებს“ – ალექსანდრე გოგინავა”

  1. This post is worth everyone’s attention. How can I find
    out more?
    webpage bet football betting match