ადამიანები, ვინც სამსახური დაკარგა, ბიუჯეტიდან 200 ლარიან დახმარებას მიიღებს

დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში, რაც თვეში200 ლარია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ეს არის მიზნობრივი სოციალური დახმარება თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და ეს არის მინიმალური დახმარება, რაც შეიძლება საქათველოს ბიუჯეტმა მოქალაქეებს შესთავაზოს.

„ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. დახმარებით სარგებლობას, დღეს იმ ფონდებით, რომელიც გაგვაჩნია, შეძლებს მინიმუმ 350 ათასი მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მლნ ლარის ხარჯს. ამ ღონსძიების მიზანი არის ის, რომ შეგვეძლოს, ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური, 6 თვის განმავლობაში მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები