აგრარული ბაზრის სრული მონიტორინგი იწყება – სააგენტო მობილიზაციას აცხადებს

„სააგენტოს სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული, დღეის მდგომარეობით საკმარისად გვყავს კადრები“ – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ განაცხადა.

ბასილაძის ინფორმაციით გუშინ ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ყველა აგრარული ბაზრის ხელმძღვანელთან შეხვედრა შედგა, სადაც მათ რეგულაციები გააცნეს. ვასილ ბასილაძე აცხადებს, რომ სურსათის უვნებლობის კუთხით ქვეყანაში სრული კონტროლია.

„გუშინ შევხვდით, აგრარული ბაზრების ხელმძღვანელებს და გავაცანით ახალი რეკომენდაციები. ბიზნეს სექტორიდან იგრძნობა სოციალური და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. ისინი მზად არიან თავის სამოქმედო ტერიტორიაზე აღჭურვონ პერსონალი დამცავი საშუალებებით. დღეიდან დაიწყება აქტიური მონიტორინგი ყველა აგრარულ ბაზარში. სააგენტოს სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული. დღეის მდგომარეობით საკმარისად გვაქვს კადრების რესურსი. ეს ყველაფერი ხდება მომხმარებელთა დასაცავად“ – განაცხადა ვასილ ბასილაძემ. მისივე ინფორმაციით ჯარიმებთან დაკავშირებით მცირედი ცვლილება განხორციელდა.

„ჯარიმები იგივეა რასაც აქამდე ითვალისწინებდა კოდექსი, თუმცა დაემატა მცირედი განსხვავება. ფიზიკურ პირზე ესაა 3000 ლარი იურიდიულ პირზე 15 000 ლარი. ჯერ მსოფლიოს მასშტაბით არ დადასტურებულა, რომ სურსათით მომხდარიყოს  ვირუსის გადაცემა, თუმცა მალფუჭებადი პროდუქტის დამუშავება უნდა მოხდეს თერმულად. აღსანიშნავია. მთავრი  რეკომენდაციაა წავიკითხოთ ედიკეტზე სურსათის შენახვის პირობები და ისე შევინახოთ, რადგან ბევრმა ადამიანმა იყიდა დიდი რაოდენობით პროდუქტი და შენახვის წესს უნდა იცნობდნენ.“ – განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

ბასილაძის ინფორმაციით გარემოს დაცვის და სოფლის მეორნეობის სამინისტრო სრულად აკონტროლებს პროცესებს.

მსგავსი თემები