აბაშიძე – კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა – “ფორმატში პროგრესი არ აღინიშნება”

ქართულ -რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 27 თებერვალს, პრაღაში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივანს, მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ზურაბ აბაშიძის მხრიდან გამოითქვა წუხილი, რომ აღნიშნულ ფორმატში პროგრესი არ აღინიშნება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი არ ითვალისწინებს უსაფრთხოებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. მან მოიყვანა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების უგულებელყოფის კონკრეტული მაგალითები.  

შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები – ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით არსებული ვითარება მიმოიხილეს. ამ კონტექსტში, განხილული იყო 2018 წლის შედეგები და მიმდინარე წლის პერსპექტივები. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ სფეროებში ჩართულია მრავალი ქართული კომპანია, გამოითქვა წინადადებები მათი ინტერესების დაცვისა და პრობლემების მოგვარების მიზნით.

საუბარი შეეხო “საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ” 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას.

აღინიშნა, რომ შეთანხმების სრულფასოვანი ამოქმედების პროცესში პრობლემების მოგვარება უნდა მოხდეს შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. ასევე განხილული იყო ქონებრივი და ჰუმანიტარული საკითხები. 

მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს.

პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

მსგავსი თემები

12 Thoughts to “აბაშიძე – კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა – “ფორმატში პროგრესი არ აღინიშნება””

  1. I gotta favorite this website it seems very beneficial very beneficial

  2. I am glad to be a visitant of this consummate web site! , thanks for this rare info ! .

  3. Whats up this is kind of of off topic but I was wanting to know if blogs use WYSIWYG editors or if you have to manually code with HTML. I’m starting a blog soon but have no coding skills so I wanted to get advice from someone with experience. Any help would be enormously appreciated!

  4. Hello! I’m at work surfing around your blog from my new iphone! Just wanted to say I love reading through your blog and look forward to all your posts! Carry on the superb work!

  5. Some genuinely good blog posts on this web site, thankyou for contribution.

  6. I enjoy the efforts you have put in this, thankyou for all the great content.

  7. I was wondering if you ever thought of changing the structure of your site? Its very well written; I love what youve got to say. But maybe you could a little more in the way of content so people could connect with it better. Youve got an awful lot of text for only having one or 2 pictures. Maybe you could space it out better?

  8. Hiya very nice blog!! Man .. Excellent .. Amazing .. I will bookmark your web site and take the feeds also…I’m happy to seek out so many helpful information right here within the submit, we want work out extra techniques in this regard, thanks for sharing.

  9. web

    It’s really a nice and useful piece of info. I am glad that you shared this helpful info with us. Please keep us up to date like this. Thank you for sharing.

  10. Hey there! I’m at work browsing your blog from my new iphone! Just wanted to say I love reading your blog and look forward to all your posts! Keep up the fantastic work!

  11. I have been examinating out a few of your posts and it’s pretty good stuff. I will definitely bookmark your blog.

  12. Hello there! Would you mind if I share your blog with my twitter group? There’s a lot of people that I think would really appreciate your content. Please let me know. Thanks