“აბასთუმანში, მშენებლობას და მის აღჭურვას, პირადი სახსრებით ვახორციელებ” – ბიძინა ივანიშვილი

“აბასთუმანში, დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია,” -ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აბასთუმნის რეაბილიტაცია მისი სახსრებით ხორციელდება.

“სახელმწიფოც, შესაძლებლობების ფარგლებში, ცდილობს არ ჩამორჩეს კერძო ინიციატივას – გაყავს გზები, აწესრიგებს წყლის და სხვა ინფრასტრუქტურას, დაწყებულია ობსერვატორიის რეაბილიტაცია და სულ მალე გვექნება მსოფლიო დონის ასტროფიზიკური სამეცნიერო ცენტრი. თუმცა, სახელმწიფოსაც სჭიდება თანადგომა და ვინაიდან, მაქვს საშუალება და სურვილი, ვცდილობ, შევუმსუბუქო მას ტვირთი და სამედიცინო თუ სხვა, საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობას და აღჭურვას, აბასთუმანში, პირადი სახსრებით ვახორციელებ,” – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. 

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, აბასთუმანში ის მხოლოდ ერთ სასტუმროს ფლობს. მისი თქმით, რეგიონის განვითარების გეგმის გაჩენის შემდეგ, კერძო ბიზნესიც ჩაერთო პროექტში. 

“აბასთუმანში ათეული წლებია, სახელმწიფომ ვერ მიიზიდა ინვესტორები. თუმცა, როგორც კი გაჩნდა აბასთუმნის მასშტაბური განვითარების გეგმა და გარანტია, კერძო ბიზნესი დიდი მონდომებით ჩაერთო პროექტში. შედეგად, აბასთუმანში, ამჟამად მშენებარე მაღალი კლასის ექვსი სასტუმროდან, მე მხოლოდ ერთს – „პარაგრაფს“ ვაშენებ, ხოლო დანარჩენ ხუთს: „რუმსს“, „რედისონს“, „ქრაუნპლაზას“, „რედიქს ჯგუფის“ ორ სასტუმროს – სხვა ქართველი ბიზნესმენები აშენებენ, ისევე, როგორც საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმროს და ოთხას ბინიან საცხოვრებელ აპარტამენტს” – წერია ბიძინა ივანიშვილი განცხადებაში. 

მსგავსი თემები