დაკავებულ მორაგბეებს, ალექსანდე კობაიძე, ვასილ მამულაშვილი და ბექა ნესიწვერიძე აღარ დაიცავენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ  მორაგბეებს ის ადვოკატები, ვინც დღემდე იცავედნენ აღარ დაიცავენ, – ამის შესახებ უფლებადამცველებმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადეს.

უარის თქმის მიზეზს ადვოკატები მოგვიანებით განმარტავენ, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისინი სპორტსმენებს აღარ დაიცავენ. ადვოკატებს 18:00 საათზე “მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენცია უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა, როგორც ალექსანდრე კობაიძემ გვითხრა, აღნიშნული მიზეზით ისინი პრესკონფერენციას ვერ გამართავენ.

ალექსანდრე კობაიძე, ვასილ მამულაშვილი და ბექა ნესმიწვერიძე, მორაგბებებს საქმეში დასაწყისიდანვე იყვნენ ჩართულები.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები