მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, უსაფრთხოების რა სტანდარტებით ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

“მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, უსაფრთხოების რა სტანდარტებით ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები”, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი სტანდარტები, რაც დაცული უნდა იყოს, არის დისტანცია, ჰიგიენური ნორმები და ვენტილაცია.

,„გამოცდები ჩატარდება უსაფრთხოდ. ყველა პირობა არსებობს ამისთვის, რომ შეიქმნას შესაფერისი გარემო და არ მივიჩნევ, რომ რამე შეფერხება იქნება. დეტალებს განათლების სამინისტრო მომავალ კვირაში გაგაცნობთ. მთვარია, დაცული იყოს დისტანცია, ჰიგიენური ნორმები და ვენტილაცია, როგორც კი გვექნება ეს მოდელი გაზიარდება საზოგადოებასთან,“ – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი თემები