ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული მამა-შვილი გურჯაანის საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანეს

ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი გურჯაანის საავადმყოფოდან რეანომობილით თბილისში კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

სოფელ გურჯაანში, ერთ-ერთ თონეში 60 და 35 წლის მამაკაცები უგონო მდგომარეობაში თანამშრომელმა ნახა.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები